ლუის ენრიკე: ”მესიმ თამაშის სურათი შეცვალა”

თარიღი: დეკემბერი 8, 2014

კატალონიური დერბის შემდეგ ლუის ენრიკემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მწვრთნელის განცხადებით, არგენტინელმა ფეხბურთელმა მატჩის სურათი შეცვალა.

”გოლის გაშვებამდე თამაში ნორმალურ ტემპში მიმდინარეობდა. გოლის შემდეგ კი მეტოქე დაცვით თამაშზე გადავიდა, რაც დიდ წინააღმდეგობას გვიქმნიდა. ”ლურჯ-ბროწეუფისფერებმაც” რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს. მესის გოლმა კი მთლიანად შეცვალა თამაშის სურათი. არგენტინელი მოედნის ნებისმიერ წერტილში ბოლომდე იბრძვის,” – განაცხადა ლუის ენრიკემ.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.
მსგავსი სიახლეები