ლუის ენრიკე: “რაკიტიჩი გუნდის წამყვან ფეხბურთელად იქცა”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ივან რაკიტიჩის შესახებ ისაუბრა. კტალონიური კლუბის დამრიგებელმა აღნიშნა, რომ ხორვატის გადაბირება წარმატებული ტრანსფერი იყო..
“რაკიტიჩი “ბარსელონაში” მოწვევის დროს შემდგარი ფეხბურთელი იყო და გუნდის წამყვან მოთამაშედაც იქცა. ეს მის ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებასაც ეხება. რაკიტიჩთან ერთად ჩვენ გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვაქვს” – განაცხადა ლუის ენრიკემ.
მიმდინარე სეზნში რაკიტიჩმა მონაწილეობა პრიმერას 31 მატჩში მიიღო და 5 გოლის გატანა შეძლო.