ლუის ენრიკე: “საქართველო სირთულეებს შეგვიქმნის და ამას ისევ უნდა გავუმკლავდეთ”
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი გააკეთა.
ესპანელი სპეციალისტი ამბობს, რომ მისი გუნდისათვის საკუთარი გულშემატკივრების წინ თამაში უპირატესობა იქნება.
“შვედეთთან გამართული მატჩი კიდევ ერთხელ ვნახეთ და გავაანალიზეთ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. საქართველო სირთულეებს შეგვიქმნის და ამას ისევ უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ საკუთარი გულშემატკივრების წინ ვითამაშებთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან პირველ დაპირსპირებაში ბოლო წუთზე გავიმარჯვეთ.
მე შემტევი ფეხბურთი მომწონს, ამ დროს რისკებზე წასვლა საჭიროა, მაგრამ ფეხბურთელები ამისათვის მზად არიან. გულშემატკივრებს თამაშზე დიდი გავლენა აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ სირთულეები შეგვექმნება, ისინი გაგვამხნევებენ”, – განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი-საქართველოს დაპირისპირება 5 სექტემბერს, 22:45 საათზე დაიწყება.