ლუის ენრიკე: „სევილია ლიგის ყველაზე სახიფათო მეტოქეა“
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ანერიკემ „სევილიასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უახლოესი ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა.
„წინ საინტერესი თამაში გველის. „სევილიას“ როგორც ლიგის ყველაზე სახიფათო მეტოქეს ვუყურებთ. საკუთარ მოედანზე მათნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში შეუძლიათ.
აისახება თუ არა ალვესის გარშემო შექმნილი სიტუაცია მის თამაშზე? ვფიქრობ, არა. დღევანდელ ვარჯიშზე ის ჩინებულად გამოიყურებოდა. „ბარსას“ მოთამაშეები ჭორებს შეჩვეულნი არიან.
ინიესტას თამაშით კმაყოფილი ვარ. მოედანზე ის ბევრ საინტერესო ვარიანტს გვთავაზობს. მაღალ დონეზე ჩავიც თამაშობს – მას ყველა საჭირო თვისება დარჩა.
იქნება თუ არა ალბა სასტარტო შემადგენლობაში? იქედან გამომდინარე, რომ ის განაცხადში მოხვდა, მისი პირველი წუთებიდან თამაშის ალბათობა მაღალია“, – განაცხადა ენრიკემ.