ლუის ენრიკე თურანს ითხოვს
“ატლეტიკოს” ნახევარმცველი, არდა თურანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ მოთხოვნადია.
El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” 28 წლის შემტევით, არდა თურანით ინტერესდება. ტრანსფერის განხორციელება თავად ლუის ენრიკეს სურს.
თურქი წინახაზელის სატრანსფერო ღირებულება 41 მილიონი ევროა.
გასულ სეზონში, არდა თურანმა 46 მატჩი ჩაატარა. გაიტანა სამი გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.