ლუის ენრიკემ “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა
ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ, სადაც მადრიდის “ატლეტიკო” კატალონიის “ბარსელონას” უნდა დაუპირისპირდეს, ლუის ენრიკემ პრესასთან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
“ატლეტიკოსთან” თამაშის გამოცდილება ნამდვილად გვაქვს – გასულ სეზონში ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზეც გადავეყარეთ ერთმანეთს, ამიტომაც, ჩვენთვის ეს პირველი ორმატჩიანი დაპირისპირება არ იქნება.
არამგონია, სიმეონე ტაქტიკის შეცვლაზე მუშაობდეს და არც მე ვაპირებ თამაშის სტილის შეცვლას. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მთელი 180 წუთის მანძილზე ვიბრძოლოთ.
ჩვენი მიზანი ყველასათვის ნათელია – უნდა მოვიგოთ, მეტოქეზე მეტი გოლი უნდა გავიტანოთ და ისინი ზეწოლის ქვეშ უნდა ვამყოფოთ. რაც ძალიან რთული იქნება,” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.