ლუის ენრიკემ საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის, საქართველოსა და კოსოვოს წინააღმდეგ გასამართი შეხვედრებისათვის შემადგენლობა დაასახელა.
ენრიკემ 24-კაციან განაცხადში ორი ისეთი ფეხბურთელი შეიყვანა, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში აქამდე არ უთამაშიათ – “ბარსელონას” ნახევარმცველი პედრი და “ეიბარის” გარემარბი ბრაიან ხილი.
ესპანელთა შემადგენლობა:
მეკარეები: დე ხეა, უნაი სიმონი, რობერტ სანჩესი;
მცველები: პედრო პორო, ერიკ გარსია, სერხიო რამოსი, ინიგო მარტინესი, დიეგო ლორენტე, გაია, ჟორდი ალბა;
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, როდრი, მარკოს ლორენტე, პედრი, ტიაგო ალკანტარა, კანალესი, კოკე, ფაბიან რუისი;
თავდამსხმელები: ხერარდ მორენო, ალვარო მორატა, დანი ოლმო, მიკე ოიარსაბალი, ფერან ტორესი, ბრაიან ხილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთს 28 მარტს თბილისში უმასპინძელბს.