ლუის ენრიკეს 14 დებიუტანტი
ერთი შეხედვით ბოლო წლებში “ბარსელონა” თითქმის არ შეცვლილა, თუმცა გასულ სეზონში კატალონიელთა შემადგენლობაში 14-მა დებიუტანტმა ითამაშა.
რაკიტიჩი – 3603 წუთი
“სევილია” “ბარსელონას” ხარისხიანი ფეხბურთელებით წლიდან წალმდე ამარაგებს და სანაცვლოდ საკუთარ ბიუჯეტს სოლიდური თანხით ავსებს. გასული სეზონის წინ ანადლუსიიდან კატალონიაში ივან რაკიტიჩი გადაბარგდა და მალევე “ბარსელონას” მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა. მისი პოზიციის მოთამაშითვის 51 მატჩში გატანილი 8 გოლი მშვენიერი შედეგია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი გახდა. “ბარსელონას” ეს ინვესტიცია უკვე წარმატებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
სუარესი – 3546 წუთი
ხანგრძლივმა დისკვალიფიკაციამ სუარესის “ბარსელონური” დებიუტი შემოდგომამდე გადადო. ურუგვაელმა ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველად ოქტობმრის ბოლოს, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ითამაშა და სადებიუტო კლასიკოში საგოლე გადაცემაც შეასრულა. საერთო ჯამში მან 43 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და მსოფლიოს საუკეთეო შეტევის შეუცვლელი ფიგურა გახდა.
ბრავო – 3330 წუთი
თავდაპირველად ექსპერტები ჩილელს “ბარსას” მეორე მეკარედ განიხილავდნენ, მაგრამ კლაუდიომ შანსი გამოიყენა და სანამ ტერ შტეგენი მკურნალობდა პირველი ნომერიც გახდა. ახალგაზრდა გერმანელს კი ლუის ენრიკემ სათასო ბატალიებში მისცა გუნდის ღირსების დაცვის საშუალება და არც შემცდარა. ბრავომ “ბარსელონას” პრიმერა მოაგებინა, ხოლო ტერ შტეგენმა ორი სათასო ტურნირი. აღსანიშნავია, რომ კლაუდიომ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი ჯილდოც მოიგო.
მატიე – 2759 წუთი
მატიეს დამატება “ბარსელონასთვის” აუცილებელი არ ყოფილა, თუმცა კატალონიელებმა ის მაინც შეიძინეს. უნივერსალიზმის დამსახურებით მან დებიუტანტისთვის საკმაოდ ნორმალურ მაჩვენებელს მიაღწია და მონაწილეობა 41 მატჩში მიიღო და 3 გოლის გატანაც შეძლო.
ტერ შტეგენი – 1890 წუთი
ტერ შტეგენს სამხრეთამერიკელ კონკურენტთან შედარებით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული, თუმცა სწორედ მის სახელს უკავშირდება ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება. გარდა ამისა, ესპანეთის თასზეც ტერ შტეგენი შეუცვლელად იცავდა კატალონიელთა კარს.
მუნირი – 871 წუთი
ახალგაზრდა ესპანელი სეზონის სტარტის აღოჩენად იქცა. სუარესის დისკვალიფიკაციის დროს მუნირი პირველი გუნდის რიგებში ხშირად ჩნდებოდა და “კამპ ნოუზე” სადებიუტო მატჩში გოლის გატანაც მოახერხა. თუმცა, 19 წლის შემტევი მორალურად ბოლომდე მზად არ აღჩმონდა. “ელჩეს” კარში გატანილი გოლი ჯერჯერობით მის დიდ კარიერაში ერთადერთია. სეზონის დასკვნითი ნაწილი მუნირმა მეორე გუნდის შემადგენლობაში გაატარა, რომელიც მესამე დივიზიონში გავარდა.
სანდრო – 306 წუთი
სეზონის სტარტზე მუნირთან ერთად დაწინაურება სანდრომაც მიიღო. მწვრთნელმა მას შედარებით ნაკლები დრო მისცა, თუმცა ახალგაზრდამ ის გაცილებით კარგად გამოიყენა. 12 შეხვედრაში სანდრომ 4 გოლის გატანა შეძლო. ნათელია, რომ მესის, ნეიმარის და სუარესის პირობებში ნებისმიერი სხვა ფორვარდი სათადარიგოდ მოიაზრება, ისიც უკეთეს შემთხვევაში. სანდრო კი კარგი სტარტის შემდეგ ბოლოს განაცხადშიც კი ვერ ხვდებოდა.
სამპერი – 286 წუთი
ლუის ენრიკე ნელ-ნელა ძირითადს სამპერსაც აჩვევდა. მაგალითად ბრავოს და ვერმალენს ჩემპიონთა ლიგაში არ უთამაშიათ, 20 წლის ახალგაზრდა საყრდენი კი ერთხელ ძირითადშიც გამოჩნდა. სამპერი სამ სათაშო მატჩშიც იქნა შემჩნეული. ასე რომ, გარკვეული წვლილი კლუბის წარმატებაში მანაც შეიტანა.
დუგლასი – 273 წუთი
დუგლასი “ბარსამ” თავის დაზღვევის მიზნით იყიდა, როდესაც კატალონიურ კლუბს ფიფას სასჯელი ემუქრებოდა. ლუის ენრიკემ ბრაზილიელი ჩემპიონატში დატვირთა, ორჯერ თასზეც ათამაშა, თუმცა მისი შეძენა მაინც გაუგებარ გადაწყვეტილებად რჩება.
მასიპი – 180 წუთი
გარკვეული დრო “ბარსას” მესამე მეკარემაც მიიღო. მასიპს “კამპ ნოუზე” თამაშის შანსი ორჯერ, “უესკასთან” და “დეპორტივოსთან” შეხვედრებში მიეცა, თუმცა საკუთარი შანსი მან ვერ გამოიყენა და არც თუ ისე ძლიერი მეტოქეებისგან 3 გოლი მიიღო.
გუმბაუ – 90 წუთი
კანტერას კიდევ ერთი წარმომადგენლი ლუის ენრიკემ “ელჩესთან” სათასო შეხვედრაში ათამაშა. მეტოქეს “ბარსელონასთვის” პრობლემები არ შეუქმნია, გუმბაუმ კი მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა ამ ისტორიას გაგრძელება არ ჰქონია.
ვერმალენი – 66 წუთი
“შახტარიდან” ჩიგრინსკის გადაბირების შემდეგ ვერმალენის ტრანფერის “ბარსელონასთვის” ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი შენაძენია. მისი გადაბირებით კატალონიელებმა ბევრი ფული დაკარგეს და სანაცვლოდ ფაქტობრივად არაფერი მიუღიათ. ერთი წლის განმავლობაში ვერმალენი მხოლოდ მკურანლობით იყო დაკავებული და სადებიუტო შეხვედრა პრიმერას უკანასკნელ ტურში გამართა.
ჰალილოვიჩი – 31 წუთი
ჰალილოვიჩის ნიჭიერების ამბავი ფართოდ არის გავრცელებული. 19 წლის ნახევარმცველმა ხორვატიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში პირველად ორი წლის წინ ითამაშა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრად მოთამაშედაც იქცა, რომელსაც ეროვნული გუნდში უთამაშია. “ბარსას” შემადგენლობაში მან პირველად 2015 წლის იანვარში, “ელჩესთან” სათასო მატჩში ითამაშა, რომელშიც კიდევ ერთი რეზერვისტი, ადამ ტრაორე შეცვალა.
ედგარ ლე – 29 წუთი
ცენტრალურ მცველს “ბარსას” საკუტებმა “სპორტინგში” მიაგნეს. “ბარსელონას” მეორე შემადგენლობაში ედგარმა სამი სეზონი შეუცვლელად ითამაშა და საოცარი პროგრესიც განიცადა. 2014 წლის დეკემბერში 21 წლის სტოპერმა “უესკასთან” სათაშო მატჩი მატიე შეცვლა. ახლა ლუის ენრიკეს ლეგიონერის ბედის გადაწყვეტა მოუწევს. მესამე დივიზიონშ თამაშ მისთვის უკვე გვიანია. არის ალბათობა, რომ ედგარ ლეს იჯარის წესით სხვა კლუბში გაუშვებენ.