ლუის სუარესი: “არაფერია გასაოცარი იმაში, რომ “ბარსელონა” ჩემს შემცვლელს ეძებს”
“ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი მშვიდად შეხვდა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კატალონიური გუნდი მის შემცვლელს ეძებს.
“ამ ინფორმაციას მშვიდად შევხვდი. ჩემს ასაკში ნებისმიერ კრიტიკაზე მაღლა უნდა იდგე. არაფერია გასაოცარი იმაში, რომ “ბარსელონა” ახალი “ცხრიანის” ძიებაშია. მე უკვე 31 წლის ვარ, კლუბმა კი მომავალზე უნდა იფიქროს”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს ESPN.
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი “ბარსელონას” ღირსებას 2014 წლიდან იცავს. ის კატალონიური გუნდის რიგებში სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ურუგვაელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.