ლუის სუარესი: “ბარსელონამ” ჩემი შემცვლელი უნდა იპოვოს”
ოქტომბრის “ელ კლასიკოსი” გაფორმებული ჰეთ-ტრიკის მიუხედავად, კატალონიის “ბარსელონსა” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი თვლის, რომ მისი წასვლის დრო მოდის და “ბარსელონამ” მისი შემცვლელის ძიება უნდა დაიწყოს.
“რა თქმა უნდა, “ბარსელონას” 9 ნომერი სჭირდება, რამდენადაც უკვე 31 წლის ვარ. კლუბმა ჩემი შემცვლელი უნდა იპოვოს,” – აცხადებს “ლივერპულის” ყოფილი შემტევი Radio Sport 890-თან საუბრისას.
“ბარსელონამ” აქცენტი გუნდის მომავალზე უნდა გააკეთოს და ახალი, ნიჭიერი ფეხბურთელებით შეავსოს ის. არაერთი ფეხბურთელის სახელს აკავშირებენ ჩვენთან და ეს ბუნებრივიცაა – ჩვენ “ბარსელონა” ვართ.
რაც შეეხება “რეალთან” თამაშში გაფორმებულ ჰეთ-ტრიკს, სამი გოლის გატანა ნებისმიერი კლუბის კარში დღესასწაულია და წარმოიდგინეთ, რამდენად ღირებულია ჩემთვის “რეალის” კარში გატანილი გოლები,” – დაამატა ურუგვაელმა.