ლუის სუარესი კორონავირუსით დაინფიცირდა და “ბარსელონასთან” ვერ ითამაშებს

თარიღი: ნოემბერი 17, 2020
ურუგვაის ნაკრებში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა ფორვარდ ლუის სუარესის (“ატლეტიკო”), მეკარე როდრიგო მუნიოსისა (“სერო პორტენიო”) და გუნდის თანამშრომელ მატიას ფარალის ტესტმა. ორივე დასახელებული მოთამაშე 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ოთხშაბათს გასამართ მატჩს გამოტოვებს.

გარდა ამისა, ლუის სუარესი ვერ ითამაშებს ესპანეთის პრიმერადივიზიონის ეგიდით “ბარსელონასა” და სავარაუდოდ, “ვალენსიასთან” ჩასატარებელ შეხვედრებში. ის მადრიდის “ატლეტიკოს” ვერც ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები