ლუის სუარესი: “ლივერპულთან” მატჩის შემდეგ მინდოდა გავუჩინარებულიყავი”
კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, პრესასთან საუბრისას ლივერპულში განცდილი მარცხი (4:0) გაიხსენა, რამაც “ბლაუგრანა” ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გამოთიშა.
“მომდევნო დღეები ყველაზე საშინელი იყო ჩემ ცხოვრებაში და კარიერაში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომენტთან ერთად. მატჩის შემდეგ მინდოდა გავუჩინარებულიყავი.
არ მინდოდა შვილები სკოლაში წამეყვანა, რადგანაც ყველა ნახავდა, რაოდენ ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. ეს ის დღეებია, როდესაც უბრალოდ არაფრის გაკეთება მინდოდა. ძალიან რთული დრო იყო.
არ მეგონა, რომ “ლივერპული” ამას შეძლებდა. ვფიქრობდით, რომ მატჩში 2-3 საგოლე მომენტი აუცილებლად გვექნებოდა და ამიტომაც არ ვნერვიულობდით.
პირველი გოლის შემდეგ არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ეს გოლი ყველაფერს გვიშხამებდა. თამაშის შემდეგ, გასახდელში, ვერავინ ვერ ლაპარაკობდა. გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები ვიყავით,” – აცხადებს სუარესი.