ლუის სუარესი: „სამწუხარო იქნება, თუ კრიშტიანუ რონალდუ გაიტანს“

თარიღი: მაისი 14, 2014

ინგლისური „ლივერპულისა“ და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ახლა მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაერთვება. გარდა ამისა, ურუგვაელმა ფორვარდმა მადრიდის „რეალში“ ან „ბარსელონაში“ მისი შესაძლო გადასვლის შესახებ გაჩენილი ჭორები უარყო.

„ბოლო პერიოდში პრესაში ბევრი ჭორი იწერება ჩემი მომავლის შესახებ. ახლა მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარ ფოკუსირებული. „ლივერპულთან“ ერთად შესანიშნავი სეზონი მქონდა. დრო მოვიდა, ნაკრებზე ვიფიქრო“, – ციტირებს სუარესის სიტყვებს ბრიტანული „გარდიანი“.

— მართლა არსებობს თქვენს კონტრაქტში პუნქტი, რომელიც „რეალში“ ან „ბარსელონაში“ გადასვლის შესაძლებლობას გაძლევთ?
— არა, ასეთი რამ არ არის. რამდენადაც ვიცი, შეთანხმებაში არ არის პუნქტი, რომელიც რომელიმე კლუბს ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვის უპირატესობას აძლევს.

— ისურვებდით ნეიმართან და მესისთან ერთად თამაშს?
— ყველამ იცის, რომ ისინი დიდებული ფეხბურთელები არიან.

— სჭირდება „ბარსელონას“ ტიპიური მე-9 ნომერი? რამდენად მოერგება ასეთი ფეხბურთელი კატალონიელთა სქემას?
— მე მწვრთნელი არ ვარ, ამაზე რომ გიპასუხოთ. „ბარსელონაში“ კარგად იციან, რა არის საჭირო. მე „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს.

— რას აკეთებთ, როდესაც თქვენი შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას კითხულობთ?
— შემდეგ გვერდზე გადავდივარ. კარგად იცით, პრესას ჭორის აგორება რომ შეუძლია. ვცდილობ, ამას ყურადღება არ მივაქციო. ვიცი, რა მინდა. ჩემს აგენტს შეუძლია თქვას, რა არის სიმართლე და რა ჭორი.

— ამ სეზონში 31 გოლი გაიტანეთ და „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში გალიდერდით. კრიშტიანუ რონალდუს ამდენივე გოლი აქვს გატანილი, თუმც ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ტურია სათამაშო. ამაზე რას ფიქრობთ?
— იმდი მაქვს, ვერ გაიტანს. კრიშტიანუ რონალდუ მესისთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მე თავს ვიკლავ, გოლი რომ გავიტანო, მათ კი ეს ადვილად გამოსდით. სამწუხარო იქნება, თუ გოლის გატანას მოახერხებს.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კარაგერი: “სულშერი პრემიერ ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, ის უნდა შეცვალონ

მერსესაიდული “ლივერპულის” ყოფილი ვარსკვლავი, ჯეიმი კარაგერი, თვლის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” მთავარი მწვრთნელი უნდა შეცვალოს...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარაგერმა “ლივერპულისა” და “იუნაიტედის” საერთო თერთმეტეულში რონალდ

Sky Sports-ის ექსპერტებმა, ჯეიმი კარაგერმა და გარი ნევილმა, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” ფეხბურთელებისგან საუკეთესო...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანო: “რონალდუ ისტორიის ტოპ-5 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაც არ არის”

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი, ანტონიო კასანო, კრიშტიანუ რონალდუს აგენტის სიტყვებს გამოეხმაურა. ჟორჟე მენდეშის თქმით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს” – ბასილაშვილმა ქართველ ქომაგებს მიმართ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიანა ველსის მასტერსის ფინალში დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველმა ჩოგბურთელმა მიღებული გამოცდილება მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაგუაირის კატასტროფული სტარტი – ყველა შეცდომა ერთ ვიდეოში (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მერვე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” დასანანი მარცხი განიცადა “ლესტერ სიტისთან” (4-2). შედეგად ოლე გუნარ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნემანია მატიჩი: “14 ქულა გვაქვს, ჯერ კიდევ ტიტულისთვის ბრძოლაში ვართ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ნემანია მატიჩი ბოლოდროინდელი არასახარბიელო შედეგების მიუხედავად ოპტიმიზმს ინარჩუნებს. “ძალიან ვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “სალაჰი ახლა მსოფლიოში საუკეთესოა, ვინ დგას მასზე მაღლა?”

პრემიერ ლიგის მერვე ტურში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა მოჰამედ სალაჰმა და “ლივერპულმა”. “სკაუზერებმა” კლაუდიო რანიერის “უოტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესამე მშრალი მატჩი – როგორი იყო რონალდუს სტატისტიკა “ლესტერთან”?

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგის მერვე ტურის მატჩში მორიგი კრახი განიცადა. ოლე გუნარ სულშერის შეგირდები გასვლაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულს” ბარელას დამატება სურს

“ლივერპული” მილანის “ინტერის” შუახაზელ ნიკოლო ბარელათი დაინტერესდა. “ენფილდროუდელები” 24 წლის იტალიელი საყრდენი ნა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერგიუსონი: “რონალდუ ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს”

ოქროს ბურთისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამ დროისთვის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების ფავორიტებად კარიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შმეიხელი: “არ მგონია, ფეხბურთში ფერგიუსონზე ძლიერი მწვრთნელი გამოჩნდეს”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და დანიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა, პრესასთან საუბრისას სერ ალექს ფერგიუსონის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ბლინდმა “მანჩესტერ იუნაიტედი” და სულშერი საჯაროდ გააკრიტიკა

ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების ელჩმა, დანი ბლინდმა, საჯაროდ გააკრიტიკა “მანჩესტერ იუნაიტედი” და გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლი” გაიყიდა. კლუბი ყველაზე მდიდარი მფლობელის ხელშია

ინგლისური საფეხბურთო კლუბი “ნიუკასლ იუნაიტედი” საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა შეისყიდა. შესყიდვის ღირებულებამ 300 მილიონი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დეიკმა დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

“ლივერპულის” ცენტრალურმა მცველმა ვირგილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი მისთვის ყველაზე რთული მეტოქეა. ნიდერლანდელ […]...
წაკითხვა