ლუის სუარესს “ოქროს ბუცი” გადაეცა
“ბარსელონას” თავდამსხმელ ლუის სუარესს დღეს “ოქროს ბუცი” გადაეცა. როგორც მოგეხსენებათ, ურუგვაელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 40 გოლი გაიტანა და ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
“ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ინდივიდუალური რეკორდების დამყარება. მთავარი გუნდური ტიტულია და მოხარული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატის მოგება უკვე მოვახერხე. კარგი თანაგუნდელების გარეშე “ოქროს ბუცს” ვერ მოვიგებდი. ეს ჯილდო გუნდური ძალისხმევის დამსახურებაა.
მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, ჩემ გვერდით საუკეთესო ფეხბურთელები არიან. გასული სეზონი მართლად ფანტასტიური გამოვიდა. ჯერ ადრეა იმის თქმა, დავასრულებ თუ არა კარიერას “ბარსელონაში”. აქ თამაშისთვის მუდმივად უმაღლეს დონეზე უნდა იყო. იმედი მაქვს, რომ ასე თამაშს გავაგრძელებ”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს “ბარსელონას” პრესსამსახური.