ლუიშ ნანი “ფენერბაჰჩეში” გადავა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ლუიშ ნანი კარიერას “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს. 28 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი სტამბულში უახლოეს საათებში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ ლუიშ ნანიმ გასული სეზონი იჯარის წესით ლისაბონის “სპორტინგში” გაატარა. ფეხბურთელმა პორტუგალიის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.