ლუკ შოუს საზარელი ტრავმა კარვახალთან შეჯახების შემდეგ (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 9, 2018

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების წევრმა ლუკ შოუმ ესპანეთთან ერთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო.

მეორე ტაიმის დასაწყისში 23 წლის ფეხბურთელი მადრიდის “რეალის” მცველ დანიელ კარვახალს შეეჯახა და მაშინვე დაეცა. ფეხბურთელებმა მაშინვე მოიხმეს ექიმები. ლუკ შოუს ექვსი ექიმი ემსახურებოდა.

ტრავმა იმდენად სერიოზული და საზარელი გახლდათ, რომ “უემბლიზე” ამ მომენტის გამეორება არ უჩვენებიათ. შოუ კი მოედნიდან საკაცის მეშვეობით გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ფეხზე მიღებული სერიოზული დაზიანების გამო 2015-16 წლებში ცხრა თვის გატარება მოუწია ლაზარეთში. ამჯერად შოუ, დაზიანება კისრის არეში მიიღო.



მსგავსი სიახლეები