ლუკა ბულაშვილი ესპანეთის ჩემპიონობისთვის ფინალურ ეტაპში იბრძოლებს
ესპანეთში წარმატებით ასპარეზობს ქართველი ახალგაზრდა ლუკა ბულაშვილი, რომელიც ამ ქვეყანაში გსულ წელს თბილისში ჩატარებულ კემპზე თავის გამოჩენის შემდეგ გაემგზავრა. ბულაშვილი კანარის კუნძულების 18-წლამდელთა ჩემპიონატში გუნდ CBA-ს ღირსებას იცავს. აღნიშნულმა კლუბმა კანარის კუნძულების ჩემპიონატი მოიგო და ესპანეთის ეროვნულ პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
მაისის დასაწყისში დედაქალაქ მადრიგში სტარტს აიღებს ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის ყველა რეგიონის გამარჯვებული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. კანარის კუნძულების საუკეთესო გუნდ CBA-ს შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ლუკა ბულაშვილი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და ვარჯიშს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში განაგრძობს.