ლუკა ზიდანი მადრიდის “რეალს” ტოვებს
ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ, მადრიდის “რეალის” რიგებს, დიდი ალბათობით, მისი ვაჟი ლუკა ზიდანიც დატოვებს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
როგორც იცით, გასული სეზონი ლუკა ზიდანმა მადრიდელთა მესამე მეკარის სტატუსით ჩაატარა. თუმცა, მომავალი სეზონისთვის “ბლანკოსი” მას მნიშვნელოვან მოთამაშედ აღარ განიხილავს. ზიდანის ნაცვლად ესპანურმა გრანდმა გუნდში უკვე მიიყვანა ანდრეი ლუნინი.
ლუკა ზიდანმა “სამეფო კლუბში” 14 წელი გაატარა, გამოდიოდა ისევე როგორც ახალგაზრდულ, ასევე მთავარ გუნდში. ძირითად გუნდში მისი დებიუტი გასულ სეზონში, ესპანეთის ლა ლიგის მატჩში შედგა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას ახალგაზრდა მეკარე.