ლუკა ზიდანი: “მოედანზე ყოფნისას მე ლუკა ვარ და არა ზიდანი”
ლუკა ზიდანი “ვილიარეალთან” ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ აცხადებს, რომ “რეალის” მაისურით მოედანზე ყოფნისას ის ცალკეული პიროვნება, ლუკაა და არა ზინედინ ზიდანის ვაჟი.
“ჩემი დებიუტი? ერთდროულად ტკბილი და მწარე შეგრძნება დამიტოვა. ვამაყობ, რომ მსოფლიო საუკეთესო კლუბის რიგებში ვითამაშე, თუმცა სამწუხაროა, რომ მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ.
ყველანაირად ვეცადე, კარი მშრალად შემენახა, მაგრამ არ გამომივიდა. გაშვებული გოლები კიდევ ერთხელ უნდა ვნახო და გავაანალიზო, თუ რა მოხდა.
როდის გავიგე, რომ ჩემი დებიუტი შედგებოდა? ზიდანმა ერთი დღით ადრე მითხრა. ნამდვილად ვამაყობ, ასეთი ფეხბურთელების გვერდით რომ ვითამაშე.
რა მითხრეს თანაგუნდელებმა? მითხრეს, რომ ყოველი წამისგან მიმეღო სიამოვნება. ჩემი გვარი? როდესაც ვთამაშობ, მე ლუკა ვარ და არა ზიდანი, ” – აცხადებს ახალგაზრდა მეკარე.