ლუკაკუ “ჩელსიში” გადასვლას დათანხმდა
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ლონდონის “ჩელსიში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
წყაროს თანახმად, ბელგიელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ უკვე აცნობა გუნდის მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგისა და თანაკლუბელებს. თავის მხრივ, “ინტერი” ტრანსფერით მაქსიმალურად დიდი თანხის მიღებას შეეცდება. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელები “ნერაძურის” ლუკაკუს სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს გადაუხდიან.
შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუს დამატებით ამ გაზაფხულს “მანჩესტერ სიტიც” იყო მოწადინებული, თუმცა ბელგიელმა მტკიცე უარი განაცხადა. სიტუაცია “ინტერიდან” ანტონიო კონტესა და აშრაფ ჰაკიმის წასვლის შემდეგ შეიცვალა. მილანურ კლუბში ფინანსური პრობლემებია, რის გამოც ლუკაკუს “ნერაძურისთვის” გუნდში დასარჩენად გაუმჯობესებული კონტრაქტი არც უთხოვია.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელი თავდამსხმელი “ჩელსის” რიგებში 2011-2014 წლებში ირიცხებოდა.