ლუკაკუ: “დარწმუნებულები ვიყავით, რომ გამარჯვებას შევძლებდით”
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე კიდევ ერთი ქამ-ბექი შედგა. “აიაქსის” გმირობის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ განცდილი მარცხის (0-2) შემდეგ პარიზში საფრანგეთის ჩემპიონის დამარცხება (1-3) და ტურნირიდან გაგდება შეძლო.
შეხვედრის შემდეგ რომელუ ლუკაკუმ პრესასთან ისაუბრა: “დარწმუნებულები ვიყავით, რომ გამარჯვებას შევძლებდით. მე და მარკუსმა ვიცოდით, რომ ამ საქმის მოგვარება შეგვეძლო. მასთან თამაშით კიდევ ერთხელ ვისიამოვნე.”
პრესასთან ისაუბრა გადამწყვეტი გოლის ავტორმა, მარკუს რეშფორდმაც – “პენალტის მომენტში უბრალოდ ვცდილობდი, რომ ცივი გონებით მიმეღო გადაწყვეტილება. ამაზე ყოველთვის ვვარჯიშობდი და უბრალოდ ჩემი საქმე უნდა შემესრულებინა.
ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ იყო, თუმცა გოლი გავიტანე და შემდეგ ეტაპზეც გავედით. პენალტის შესრულებამდე ლოდინის მომენტი, ალბათ, ყვეალზე საშინელი და რთული რამ იყო მთელი მატჩის მანძილზე.”