ლუკაკუ ეჭვობს, რომ “ინტერის” ფეხბურთელებს კორონავირუსი იანვარში ჰქონდათ
მილანის “ინტერის” ბელგიელი თავდამსხმელი ეჭვობს, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა კორონავირუსი იანვარში გადაიტანეს.
ბელგიელმა ფეხბურთელმა ამ თემასთან დაკავშირებით ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ისაუბრა.
“იანვარში ერთი კვირა დავისვენეთ, შემდეგ ვარჯიში განვაახლეთ და გეფიცებით, 25 ფეხბურთელიდან 23 ავად ვიყავით. არ ვხუმრობ. “კალიარის” ვეთამაშებოდით, ჩვენი გუნდის მცველმა [შკრინიარმა] დაახლოებით 25 წუთში მოედანი დატოვა. მას თამაშის გაგრძელება აღარ შეეძლო და ფაქტობრივად, გრძნობადაკარგული იყო.
ყველას სიცხე გვქონდა და ვახველებდით. როცა ვხურდებოდი, ვგრძნობდი, რომ იმაზე მეტად ვხურდი, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. წლების განმავლობაში სიცხე არ მქონია. მატჩის შემდეგ ვახშამი იყო დაგეგმილი, მაგრამ ყველას მადლობა გადავუხადე და დასაძინებლად წავედი. ჯერ-ჯერობით კორონავირუსის ტესტი ჩვენთვის არავის ჩაუტარებია, ამიტომ დანამდვილებით რამის თქმა მიჭირს”, – თქვა ლუკაკუმ.