ლუკაკუ: “იუვეს” უარი ვუთხარი, რათა “ევერტონში” დავრჩენილიყავი”
მერსესაიდული “ევერტონის” 23 წლის ფორვარდი, რომელუ ლუკაკუ აღიარებს, რომ ზაფხულში მის გადაბირებას ტურინის “იუვენტუსი” ცდილობდა. მაგრამ მან იტალიაში გადასვლას “ევერტონში” დარჩენა და პირველობისთვის ბრძოლა ამჯობინა.
“გარკვეულწილად არ მომწონს ის ფაქტი, რომ ევროპულ ტურნირებზე ვერ ვასპარეზობ, თუმცა მე ისეთი ადამიანი არ ვარ, ვინც ამისთვის ყველაფერს გაიღებს.
სხვაგვარად, “ევერტონში” კი არ დავრჩებოდი, არამედ ტურინის “იუვენტუსში” გადავბარგდებოდი. მე დარჩენა გადავწყვიტე, რადგანაც იტალიაში გადასვლა ჩემთვის ძალიან ადრეა, თანაც არც აქ ვთამაშობ ცუდად.” – განაცხადა რომელუმ.
შეგახსენებთ, რომ კუმანის გუნდის ლიდერმა გასულ სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა.