ლუკას მოურა: “ოსკარს ჩემს გუნდში დიდი სიამოვნებით ვიხილავდი”
“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი, ლუკას მოურა აცხადებს, რომ ის თავის გუნდში თანამემამულე ოსკარს დიდი სიამოვნებით იხილავდა.
“ოსკარი ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც უდიდესი ნიჭის მფლობელია. ვფიქრობ, “პარი სენ-ჟერმენს” ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ოსკარია, ნამდვილად ჭირდება. მეც, რა თქმა უნდა, მას ჩვენთან დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. ერთ დღესაც, თუ ჩემი სურვილი ახდება, ნამდვილად გამიხარდება”, – ამბობს მოურა.