ლუკას მოურას კომენტარი “აიაქსთან” გამარჯვების შემდეგ
ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელმა, ლუკას მოურამ “აიაქსთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ტოტენჰემმა” “აიაქსი” სტუმრად 3:2 დაამარცხა. ლონდონელთა მხრიდან სამივე გოლი მოურამ გაიტანა.
“შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რას ვგრძნობ. ძალიან გახარებული ვარ, ჩემი თანაგუნდელებით ვამაყობ. მოედანზე ბოლომდე დავიხარჯეთ და ეს დავიმსახურეთ – ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ეს ღმერთის დიდი საჩუქარია.
გამარჯვება მხოლოდ მე არ მომიპოვებია, ყველაფერი გუნდური მუშაობის შედეგია. ყველამ ბოლომდე იბრძოლა. დღეს, აქ, “აიაქსის” წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულ იყო. მიუხედავად წამყვანი ფეხბურთელების არყოფნისა, კარგად ვითაშეთ. ყველა მატჩში ასე უნდა ვიბრძოლოთ.
ფეხბურთი საოცარი სპორტია. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტია. ჩემ თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი”, -ციტირებს მოურას სიტყვებს “ბიბისი”.
შეგახსენებთ, რომ “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლივერპულს” დაუპირისპირდება.