ლოპეტეგი: “ინტერს” სრულყოფილი გუნდი ჰყავს”
“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა, ხულიენ ლოპეტეგიმ, მილანის “ინტერთან” გასამართი ფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალი 21 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.
“ინტერს” სრულყოფილი გუნდი ჰყავს, რომელიც ბრწყინვალე ფეხბრთელებით არის დაკომპლექტებული. მათ განსხვავებული სათამაშო სტილი აქვთ, რაც ანტონიო კონტეს დამსახურებაა. მათ შეუძლიათ მუდამ შეტევაში იყვნენ და ამავდროულად მეტოქეს შანსების შექმნის უფლება არ მისცენ.
როგორც ყველა მეტოქეს, “ინტერსაც” დიდ პატივს ვცემთ. მათი შესაძლებლობები სათანადოდ უნდა შევაფასოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ შეცდომას დავუშვებთ.
მაქსიმალურად ვეცდებით ძლიერი მხარეების წარმოვაჩინოთ, მეტოქის მიერ წამოჭრილ დაბრკოლებები დამაჯერებლად დავამარცხოთ. “ინტერის” მაღალი დონე იძულებულს გაგვხდის, რომ ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ,” – აცხადებს ლოპეტეგი.