Made in China: ყველაზე ცუდი ლეგიონერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში

თარიღი: ნოემბერი 18, 2014

„პერუჯაში“ ლუჩანო გაუჩის მმართველობის დროს უცნაური მოვლენები საკმაოდ ხშირად ხდებოდა და ეს არავის უკვირდა. მაგალითად, კლუბში განიხილებოდა მდერობითი სქესის მოთამაშეების და მწვრთნელების მიწვევა, გაუჩიმ ლივიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის შვილსაც კი გაუფორმა კონტრაქტი. ამასთან ერთად გუნდი 3 სეზონის განმავლობაში გაუჩის მიერ შექმნილი კომპანია Galex-ის ფორმების ერთი კომპლექტით ასპარეზობდა და უამრავ ფინანსურ მაქინაციაში იყო გარეული.

თუმცა, გაუჩის და „პერუჯას“ კიდევ ერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება. 1998 წელს, ჰიდეტოში ნაკატას ფინანსურად წარმატებული ტრანსფერის შემდეგ გაუჩიმ აზიურ ბაზარზე აქტიურად შესვლა გადაწყვიტა. თავდაპირველად ამ სტრატეგიამ გაამართლა. კორეელი ფორვარდის, ანის სახით „პერუჯამ“ კიდევ ერთი წარმატებული ტრანსფერი მიიღო.

მოგებით გახარებული გაუჩი 2000 წლის ივნისში სატრანსფერო ბაზარზე ახალი ლოზუნგით გამოდის: „მსოფლიოში მილიარდზე მეტი ჩინელია – მათ შორის ერთი ფენომენი აუცილებლად იქნება და მე მას აქ ჩამოვიყვან“.

სულ რაღაც ორ თვეში „პერუჯამ“ „სიჩუანიდან“ ნახევარმცველი მა მინიუ, რომელიც სერია A-ს ისტორიაში პირველი ჩინელი ლეგიონერი გახდა, იჯარის წესით გადაიბირა. თავიდან ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდებოდა, განსაკთრებულ სიფრთხილეს ჩინური მხარდე იჩენდა. თუმცა, შემდეგ თავად გაუჩიმ განაცხადა, რომ ერთწლიანი იჯარა 500 ათასი დოლარი დაჯდა.

ფეხბურთელის წარდგენის დროს ჟურნალისტები და გულშემატკივრები რბილად რომ ვთქვათ გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც ძლიერი და უშიშარი „სამურაის“ ნაცვლად საზოგადოების წინაშე „პერუჯას“ ფორმაში გამოწყობილი ტანმორჩილი, მორიდებული მამაკაცი წარსდგა. „პერუჯას“ პრესსამსახური ცნობით მა მინიუ 27 წლის იყო, თუმცა ჩინური წყაროები ამტკიცებდნენ, რომ მოთამაშე – „დაახლოებით 32 წლისაა“.

თავად მა მინიუმ კი იტალიური კარიერა საკმაოდ ხმამაღალი განცხადებებით დაიწყო:

„მე ნაკატაზე უკეთესი ვიქნები. მისი თამაში ნანახი მაქვს, ის ძლიერია, თუმცა მე ყველაფერი გამომივა. თქვენ დელ პიეროს პინტურიკიოს უწოდებთ, მე კი შეგიძლიათ მიქელანჯელო დამიძახოთ.”

ხმაურიანი შესავლის შემდეგ მა მინიუ ფაქტობრივად არავის უნახავს. მთელი სეზონის განმავლობაში ჩინელი ფეხბურთელი მხოლოდ ერთხელ, იტალიის თასის ერთ-ერთ შეხვედრის დროს გამოჩნდა მოედანზე. თანაგუნდეელები საუბრობდნენ, რომ აზიელი ლეგიონერი ვარჯიშების დროსაც კი არ ეკონტაქტებოდა მათ და 24 საათი განმავლობაში სახლში იყო გამოკეტილი.

საიჯარო პერიოდის დასრუელბის შემდეგ მა ჩინეთში დაბრუნდა და შესაძლოა ის არავის აღარ გახსენებოდა რომ არა 2002 წლის მუნდიალი. მსოფლიო ჩემპიონატზე გასული ჩინეთის ნაკრები ბრაზილიას ხვდებოდა და დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა.  ჩინელებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს მეტოქის კარში, რაც გუნდის კაპიტნის მა მინიუს ძალისხმევით მოახერხეს.

rue68281271b0

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ბარსელონამ” 2020-2021 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა (ფოტო, ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონამ” 2020-2021 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა. View this post on Instagram 🎁 Barça's […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰანდანოვიჩის კურიოზული შეცდომა “ტორინოსთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Inter 0-1 Torino (Belotti) scores after being gifted a goal by Handanovic pic.twitter.com/mYgQomFCxt […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანემ “ბაიერნში” პირველი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტიდან” მიუნხენის “ბაიერნში” გადაბარგებულმა ლეროი სანემ გერმანული გუნდის შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ავტომობილით მივიდა ედენ აზარი “რეალის” ვარჯიშზე (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ედენ აზარმა ახალი ავტომობილი შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელმა შემტევმა ლამბორგინიში 550 000 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპს გერმანიის ნაკრებში სურს მუშაობის გაგრძელება

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ძალების გერმანიის ნაკრებში გამოცდა გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას გერმანული ტაბლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება “ლივერპულის” ფორმები 2020/21 წლების სეზონში (ფოტო)

პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოგების შემდეგ, სოციალურ ქსელში “ლივერპულის” ახალი ფორმების დიზაინის ფოტოები ვრცელდება. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაცია მოუხსნეს

“მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგის 2020/21 და 2021/22 წლების სეზონში თამაშის უფლება მისცეს. ამ ინფორმაციას კლუბისა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გაბრაზებული იყო, რადგან ვმარცხდებოდით” – პიოლი იბრაჰიმოვიჩის რეაქციაზე

12 ივლისს, იტალიის სერია A-ში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. 61-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “მესი კარიერის დასრულება “ბარსელონაში” სურს”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსე მარია ბართომეუ დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესი კლუბთან კონტრაქტს გაახანგძლივებს და კარიერას [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

შმეიხელი დე ხეას თამაშის სტილის შეცვლას ურჩევს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა, პიტერ შმეიხელმა, თავის მემკვიდრე დავიდ დე ხეას რჩევები მისცა და იწინასწარმეტყველა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სასულიერო პირმა მატჩის წინ მოსკოვის “ლოკომოტივის” კარი აკურთხა (ვიდეო)

12 ივლისს, რუსეთის პრემიერ ლიგაში მოსკოვის “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე “უფა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ლა ლიგაში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურა

12 წლიანი პაუზის შემდეგ, როცა 2008 წელს შოთა არველაძემ “ლევანტეს” მაისურით ლა ლიგაში ითამაშა, გიორგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტეო ერნანდესის გოლი “ნაპოლის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Theo Hernandez’s goal against Napolipic.twitter.com/cT1CXjQ4GL — Milan Eye (@MilanEye) July 12, 2020...
წაკითხვა