მადრიდის “რეალის” განაცხადში 17 წლის ფეხბურთელი მოხვდა
მადრიდის “რეალი” დღეს “ხეტაფეს” დაუპირისპირდება, მადრიდელთა განაცხადში კი, 17 წლის მეკარე მოჰა რამოსი იქნება.
საქმე იმაშია, რომ გუნდის ორი კიპერი, კეილორ ნავასი და ლუკა ზიდანი ტრამვირებულები არიან, ამიტომაც ზიდანი იძულებული გახდა განაცხადში აკადემიის ფეხბურთელი შეეყვანა. აღსანიშნავია, რომ მოჰას ჯერ დებიუტი “რეალის” სარეზერვო გუნდშიც კი არ ჰქონია, მაგრამ დღეს ის კოლისეუმ ალფონსო პერესზე მადრიდელებთან ერთად იქნება.
17 წლის ესპანელი ფეხბურთელი სიმაღლეში 1.90-მეტრია, წონით კი 83-კილოგრამს იწონის.