მადრიდის “რეალის” ფანებმა 19 წლის ფეხბურთელის მანქანა დაამტვრიეს

თარიღი: ნოემბერი 24, 2015

მადრიდის “რეალის” ფანებმა ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელის, კრისტიან სედრესის მანქანა დაამტვრის. ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა.

“ნორმალური არაა, როცა ვარჯიშს დამტვრეული მანქანით ტოვებ. ახლა ის დროა, რომ “რეალის” ფანები გაერთიანდნენ,” – წერს ახალგაზრდა ფეხბურთელი სოციალურ ქსელ Twitter-ში.

Mundo Derportivo-ს ცნობით, “სამეფო კლუბის” ფანებს “ბარსელონასთან” მარცხის შემდეგ პირველი გუნდის ფეხბურთელის დასჯა სურდათ, თუმცა მათ მანქანა აერიათ.

მსგავსი სიახლეები