მადრიდის “რეალმა” ნეიმართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
მადრიდის “რეალმა” ნეიმართან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. “სამეფო კლუბმა” კიდევ ერთხელ უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ისინი ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენას ცდილობენ.
“გვინდა, ნეიმართან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოვეხმაუროთ და განვაცხადოთ, რომ “რეალი” ფეხბურთელისათვის არანაირი შეთავაზების გაკეთებას არ გეგმავს. კლუბებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, ამიტომ თუ “რეალს” ფეხბურთელის შეძენის სურვილი ექნება, მაშინ უპირველეს ყოვლისა, “პარი სენ-ჟერმენს” დაუკავშირდება”, – ვკითხულობთ “რეალის” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “იუვენტუსმა” “რეალის” სუპერვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდუ შეიძინა. პორტუგალიელი თვდამსხმელის ერთ-ერთ შემცვლელად ნეიმარი მოიაზრება.
Comunicado Oficial.
? https://t.co/htP1gc4ODi#RealMadrid pic.twitter.com/hG70wForvF
— Real Madrid C.F. (@realmadrid) July 13, 2018