მადრიდის “რეალმა” “ჟირონასთან” მატჩში ქამ-ბექი შემოგვთავაზა (ვიდეო)
ესპანური ლა ლიგის მეორე ტურში ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი მადრიდის “რეალი” “ჟირონას” ეწვია. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ, გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, თუმცა მადრიდელებმა მალევე შეძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება.
ანგარიში შეხვედრის მე-19 წუთზე ბორხა გარსიამ გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა. ტაიმის 39-ე წუთზე მარკო ასენსიოს მიერ მოპოვებული პენალტი გოლად სერხიო რამოსმა აქცია და ანგარიშიც გაათანაბრა.
მეორე ტაიმი “რეალის” გამოდგა – ჯერ კარიმ ბენზემამ შეასრულა ზუსტად თერთმეტმეტრიანი (52′), შემდეგ კი გარეტ ბეილმა შეძლო ზედიზედ მეორე მატჩში გატანა (59′). ყველაფერს წერტილი კარიმ ბენზემამ დაუსვა (80′).
ასე რომ, ორი ტურის შემდეგ მოპოვებული 6 ქულით “რეალი” პირველზეა, “ჟირონა” – ერთი ქულით მეთექვსმეტეზე. მომდევნო ტურში “რეალი” “ლეგანესს” მიიღებს, “ჟირონა” კი “ვილიარეალს” ეწვევა.
“ჟირონა” : ბონო, მუნიესა, ხუანპე, ესპინოსა, პორო (ადეი 78′); ფრანელ ნოგი, ტიმორი, პონსი (გარსია 71′); გარსია, ლოსანო კოლონი (სტუანი 58′), პორტუ
მთავარი მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი
“რეალი” : კეილორ ნავასი; კარვახალი, ნაჩო, რამოსი, მარსელო (ვარანი 60′); კროოსი, კაზემირო; გარეტ ბეილი (ლუკას ვასკესი 87′), ისკო ( მოდრიჩი 77′), ასენსიო; კარიმ ბენზემა
მთავარი მწვრთნელი: ხულიენ ლოპოტეგი