მადრიდის “რეალს” ახალი 7 ნომერი ჰყავს (ფოტო)
მადრიდის “რეალს” ახალი 7 ნომერი ჰყავს. “სამეფო კლუბმა” დღეს “ლიონიდან” დაბრუნებული მარიანო დიასი წარადგინა, რომელმაც 7-ნომრიანი მაისური ჩაიბარა.
“რეალმა” დომინიკელი თავდამსხმელი 2017 წელს “ლიონს” 8 მილიონ ევროდ მიჰყიდა, მისი გამოსყიდვა კი 19.5 მილიონი ევრო დაუჯდა.
“ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. მე სახლში დავბრუნდი, რისთვისაც კლუბს მადლობას ვუხდი. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო”, – განაცხადა 25 წლის ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს მადრიდის “რეალში” 7-ნომრიანი მაისურის მფლობელი კრიშტიანო რონალდუ იყო.
? @marianodiaz9 | #WelcomeMariano pic.twitter.com/oHL4uGs2JH
— Real Madrid C.F. (@realmadrid) August 31, 2018
? @marianodiaz9 | #WelcomeMariano pic.twitter.com/gttZIIip7D
— Real Madrid C.F. (@realmadrid) August 31, 2018