მადრიდული დერბი ლისაბონში

თარიღი: მაისი 24, 2014

დღეს, ლისაბონში ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება. ესპანური ფინალის ფარგლებში ერთმანეთის წინააღმდეგ მადრიდული კლუბები, “რეალი” და “ატლეტიკო” წარსდგებიან. ორივე გუნდს გასამარჯვებლად საკმარისზე მეტი არგუმენტი აქვს. 

 

“რეალისთვის” ჩემპიონთა ლიგის მეათედ მოგება ბოლო წლების მთავარი და განუხორცილებელი მიზანია. გარდა ამისა, კარლო ანჩელოტისთვის მხოლოდ ესპანეთის თასის მოგება დამაკმაყოფილებელი შედეგი ნამდვილად არ იქნება. თუმცა, ამ დამატებითმა მოტივატორებმა შესაძლოა დათვური სამსახურიც გაუწიოს “რეალს”.

კარლო ანჩელოტიმ დაამტკიცა, რომ ახალ გუნდთან ერთად ნებისმიერ მეტოქესთან და ვითარებიდან გამომდინარე შეუძლია გუნდის გადაწყობა. “ატლეტიკოსთან” სეზონის პირველი მატჩი მან წააგო, თუმცა მომდევნო სამ შეხვედრაში სამეფო კლუბის წარმომადგენლებმა კურტუას კარში 7 გოლის გატანა მოახერხეს. არადა, ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის პატრონი სწორედ “ატლეტიკოა”. იტალიელმა სპეციალისტმა ანალოგიური რამ “ბარსელონასთანაც” გააკეთა. ორჯერ წააგო, თუმცა გადამწყვეტ მატჩში ტაქტიკა შეცვალა და ტიტულიც მოიპოვა.

მადრიდის “რეალის” კიდევ ერთი უპირატესობა შედარებით უკეთესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომრეობაა. მათთვის პრიმერა ფაქტობრივად 7 მაისს, “ვალიადოლიდთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ დასრულდა. რასაც ვერ ვიტყვით “ატლეტიკოზე”, რომელიც ბოლო ტურამდე იბრძოდა.

თუმცა, კოზირები სიმეონეს გუნდსაც აქვს. პირველ რიგში “ატლეტიკო” ფინალურ მატჩებში კარგი თამაშით გამოირჩევა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ორჯერ მოგებული ევროპა ლიგა, ორი სუპერთასი და ესპანეთის თასი ამის ნათელი დასტურია. “ბარსელონასთან” ჩატარებული 38-ე ტურის მატჩიც თამამად შეგვიძლია ფინალად ჩავთვალოთ. თანაც მთავარი მწვრთნელის ფაქტორიც ხომ გასათვალისწინებელია? სიმეონე მოტივირების თვალსაზრისით და მოთამაშეებისგან მაქსიმალური შედეგის მიღების მხრივ ევროპაში საუკეთესოა.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ დღევანდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ არდა თურანი და დიეგო კოშტა. ამ უკანასკნელმა მძიმე ტრავმა არც თუ ისე ტრადიციული მეთოდებით იმკურნალა და როგორც ჩანს, ამ მეთოდმა გაამართლა კიდეც. თუმცა, ამ ორი მოთამაშის გარეშეც “ატლეტიკო” საკმაოდ ძლიერი მეტოქეა, რომელსაც სირთულეები უფრო შეკრულს და მებრძოლს ხდის.

და ბოლოს “ატლეტიკოს” ყველაზე მთავარი უპირატესობა. სიმეონეს გუნდი წლევანდელი ფორმაციის “რეალისთვის” ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა. “ატლეტიკოს” შესატევად ბურთის ფლობა და სივრცეების გახსნა არ სჭირდება, რაც “რეალის” სწრაფი ფლანგელებისთვის იდეალური ვითარება არ არის. “ატლეტიკოს” მოთმინების უნარი და საკუთარი შანსის გამოყენების უნარი აქვს.

ფინალური მატჩი თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება და მას 41 წლის ჰოლანდიელი არბიტრი, ბიორნ კუიპერსი განსჯის.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

დღეს ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩების შემდეგ წინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოდრიჩი: “ფეხბურთის თამაში არ დაგვვიწყებია “

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა დონეცკის “შახტართან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მეორე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   A […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპესა და სტერლინგის ინციდენტი დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო 😭😭 pic.twitter.com/Wbiqbc6Zrt https://t.co/BbiHB0Z7rn — . (@shadadzai) October 21, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტოლისოს ბრწყინვალე გოლი “ატლეტიკოს” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო TOLISSO 🇫🇷 with a wonder strike. 🔥🚀 #FCBATM #UCL pic.twitter.com/P6DMqixZZn — RouteOneFootball (@Route1futbol) […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკა მოდრიჩის ულამაზესი გოლი “შახტარის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო What a goal from Modric 🇭🇷🔥Game on? 😳 pic.twitter.com/oxoiBN1iws — FIFA 21 News […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” – “შახტარი”: დავით ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაშია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მადრიდის “რეალი” საშინაო კედლებში დონეცკის “შახტარს” მიიღებს. მატჩი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კალაძე: “მილანი” ყოველთვის ჩემ გულშია” (ფოტო)

წლ”მილანის” ყოფილმა მცველმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში “როსონერის” მაისურთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. თბილისის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტერ შტეგენის, პიკეს, ლენგლეს და დე იონგის მომავალი გადაწყვეტილია

კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბმა ხელშეკრულებები ჟერარ პიკესთან, მარკ-ანდრე ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეტრ ჩეხი დიდ ფეხბურთს უბრუნდება?

პრემიერ ლიგის მკვიდრმა კლუბებმა 20 ოქტომბერს ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო ტურებისთვის განაცხადები წარადგინეს. სიურპრიზი შეგვხვდა ლონდონის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: პირველი სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   E […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონტე: “მეცინება, როდესაც ამბობენ, რომ “რეალი” ფავორიტი არ არის”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ჩემპიონთა ლიგაზე “მიუნხენგლადბახთან” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკუს რეშფორდის გოლი “პარი სენ-ჟერმენის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Marcus Rashford's goal to make it 2-1#MUFC pic.twitter.com/uOsQUFNu3F — DILLINGER 👹 (@DillanMUFC) October […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტენ ჰაგი: “ლივერპული” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, მაგრამ არა იდეალური”

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერნეცია...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფურმა ეტაპმა აიღო სტარტი. კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა