მადრიდული დერბი ფრედ დასრულდა, გამარჯვებული “ბარსელონა” დარჩა

თარიღი: მარტი 7, 2021

ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “ვანდა მეტროპოლიტანომ” უმასპინძლა. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაწინაურებულმა “ატლეტიკომ” საკუთარ კედლებში მადრიდის “რეალი” მიიღო.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ლუის სუარესმა შეხვედრის მე-15 წუთზე გახსნა ანგარიში და მატჩის უმეტესი ნაწილი სწორედ მასპინძლები ფლობდნენ უპირატესობას.

“ატლეტიკოს”, განსაკუთრებით კი ლუის სუარეს მეორე ტაიმში არაერთი რეალური მომენტი შეექმნა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შეძლო. ამისთვის კი დიეგო სიმეონეს გუნდი კარიმ ბენზემამ დასაჯა 88-ე წუთზე გატანილი გოლით – 1:1.

ასე რომ, 25 მატჩში მოპოვებული 59 ქულით “ატლეტიკო” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და სამი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ “ბარსელონას”, ხოლო ხუთი ქულით – “რეალს”. აღსანიშნავია, რომ “როხიბლანკოს” უშუალო მეტოქეებზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები