მაგუაიერი: “პასუხისმგებლობა საკუთარ თავებზე უნდა ავიღოთ”
“მანჩესტერ იუნაიტედმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე გუნარ სულშერი გაანთავისუფლა. კლუბმა ეს გადაწყვეტილება “უოტფორდთან” განადგურების (4-1) შემდეგ მიიღო. გუნდის დროებით თავკაცად მაიკლ კერიკი გახლავთ დანიშნული.
“ოლდ ტრაფორდზე” მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარ იგუნდის კაპიტანმა, ჰარი მაგუაიერმა გააკეთა: ” ფეხბურთი რთული და წარმატებული მონაკვეთებისგან შედგება. ეს ბევრი ჩვენგანისთვის ყველაზე რთული პერიოდია საკლუბო დონეზე თამაშის განმავლობაში.
ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობდით, ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. პასუხისმგებლობა საკუთარ თავებზე უნდა ავიღოთ და კლუბი თავის კუთვნილ ადგილას დავაბრუნოთ.
მწვრთნელი ჩვენთან მოვიდა და გაგვესაუბრა. ძალიან ემოციური დღე იყო. ის ნამდვილი ლეგენდა იყო და ლეგენდად დარჩება. მან ყოველივე საუკეთესო გვისურვა, უნდა, რომ ყველა მომდევნო მატჩი მოვიგოთ,” – აცხადებს მაგუაიერი.