მაჰრეზმა “ლესტერ სიტის” დატოვების სურვილი გამოთქვა
რიად მაჰრეზმა “ლესტერ სიტის” ხელმძღვანელობასთან საუბრისას კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა.
უცხოურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, რიად მაჰრეზის გადაბირების სურვილს “მონაკოსა” და “არსენალის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ. მის სატრანსფერო ფასად კი 40 მილიონი ევრო სახელდება.
პრესასთან საუბრისას, მაჰრეზმა განაცხადა: “მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა, რაც მე ამ კლუბის მიმართ გამაჩნია, მინდა გულწრფელი ვიყო და გითხრათ, რომ კლუბიდან წასვლას ვაპირებ.
დირექტორებთან ერთად კარგი დისკუსია გავმართე გასულ ზაფხულს და შევთანხმდით, რომ აქ კიდევ ერთი წლით უნდა დავრჩენილიყავი, რათა კლუბს პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დავხმარებოდი.
ახლა კი წასვლის დრო მოვიდა, სწორედ რომ შესაფერისი მომენტია,” – აცხადებს ალჟირელი ფეხბურთელი.