მაიკ დინი აღიარებს – “იმ მომენტში საკუთარი თავი სრულად დავკარგე” (ვიდეო)
პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მსაჯი რამდენიმე დღის წინ “ტრანმირ როვერსის” მატჩზე დააფიქსირეს, სადაც ის გულშემატკივრებთან ერთად ქომაგობდა საყვარელ გუნდს.
მატჩის მიმდინარეობისას რამდენჯერმე ფანებმა იმღერეს სიმღერა, რომლის ერთ-ერთ სტროფშიც მსაჯს როგორც მ****ელს ისე მოიხსენიებენ. მაიკ დინმა ყოველივე ეს პრესასთანაც აღიარა.
“რამდენჯერმე ასეც იყო, მართალია. როდესაც თამაშს ვესწრები, იქ მე ერთი რიგითი გულშემატკივარი ვარ. ჩემი ქალიშვილი ჩემზე უარესია. მართალია, მე დიდი ფანი ვარ, დიდი.
როდესაც სტადიონზე მივდივარ მინდა, რომ გულშემატკივრებს შევერიო. სიმართლეს გეტყვით, საკუთარი თავი სრულად მქონდა იმ მომენტში დაკარგული,” – აცხადებს მაიკ დინი.
Yes – that is Mike Dean celebrating Tranmere’s win at Forest Green pic.twitter.com/W2xHQmM33E
— George Elek (@GeorgeElek) May 13, 2019