მაიკ დინს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან
პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მსაჯი, მაიკ დინი, განსაცდელშია. Sky Sports-ის ცნობით, ინგლისელ მსაჯს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
მაიკ დინმა პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებს სთხოვა, რომ მომდევნო ტურის მატჩში არ დანიშნონ. მიზეზი სოციალურ ქსელში მიღებული არაერთი მუქარის შემცველი წერილი გახლავთ.
52 წლის მაიკ დინმა “მანჩესტერ იუნაიტედი” – “საუთჰემპტონის” მატჩსა და “ფულჰემი” – “ვესტ ჰემის” მატჩში სადავო გადაწყვეტილებები მიიღო, რამაც გულშემატკივრები ძალიან გააღიზიანა.
ორივე ამ მატჩში დინმა სამი ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან, თუმცა ყველაზე საკამათო სოუჩეკის შემთხვევა გახლდათ. მატჩის შემდეგ სოუჩეკის წითელი ბარათი “ვესტ ჰემმა” გაასაჩივრა და გააუქმა კიდეც.
აქვე გეტყვით, რომ მაიკ დინი ინგლისის ასოციაციის თასის ეგიდით “ლესტერსა” და “ბრაიტონს” შორის გასამართ მატჩშია დანიშნული.