მაიკ რიჩარდსი: “ინდივიდუალისტების გუნდია, ყველას ვარსკვლავობა უნდა და არა სირბილი”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლოდროინდელი კრიზისის ფონზე ინგლისური გრანდი არაერთმა სახელოვანმა პირმა გააკრიტიკა. ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი, მაიკ რიჩარდსი, გამონაკლისი არ აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა ხაზი გუნდური თამაშის ნაკლებობას გაუსვა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” ინდივიდუალისტების გუნდია, კოლექტიურად არ მუშაობენ. ყველას ვარსკვლავობა უნდა და არავის სურს ფეხბურთის საბაზისო კომპონენტების შესრულება – მაგალითად სირბილი და ვარდნების გაკეთება.
როდესაც გუნდში რონალდუ გყავს, როგორ უნდა ითამაშო? რონალდუ უმაღლესი დონის შემსრულებელია და ცდილობ, რომ მას ხელი შეუწყო. მაგრამ გუნდში ასევე გყავს ფერნანდეში, პოგბა, სანჩო, რაშფორდი და გრინვუდი. მათი მოთხოვნილებების გათვალისწინებით ბალანსის მიღება შეუძლებელია.
“იუნაიტედი” ვერ არის ისეთივე კარგი, როგორიც “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული” ან “ჩელსია”. ამიტომაც კრიზისიდან ამოსასვლელად დაცვაზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა. ჩვენი მთავარი იარაღი კონტრშეტევები უნდა ყოფილიყო,” – აცხადებს მაიკ რიჩარდსი.