მაიკლ კერიკი ავტოგრაფიულ წიგნს უშვებს (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა სოციალური ქსელის მეშვეობით თავისი ავტოგრაფიული წიგნის გამოცემის შესახებ გვაცნობა.
“მოხარული ვარ, გაგიზიაროთ ჩემი ავტოგრაფიული წიგნის გარეკანი – Between the Lines. 18 ოქტომბრიდან გაიყიდება. მიღებული თანხა სრულად გადაეცემა საქველმოქმედო ორგანიზაციას (MCFoundation), რომელიც ბავშვებს ეხმარება კომფორტული და დაცული გარემოს შექმნაში, ინსპირაცია წარმატებისთვის,” – ვკითხულობთ კერიკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის მაიკლ კერიკი 2006 წლიდან გამოდიოდა “ოცნებების თეატრში”, საფეხბურთო კარიერა კი მაისის თვეში დაასრულა. ამჟამად კერიკი კლუბის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.
I'm so excited to share with you the cover of my autobiography – Between the Lines, which comes out on 18th Oct. All my profits from the sale of the book will be donated to @_MCFoundation – helping children feel safe & inspired to achieve. Pre-order here: https://t.co/MJO5pDSUoY pic.twitter.com/M2jsKPotPd
— Michael Carrick (@carras16) September 4, 2018