მაიკონი იტალიაში ბრუნდება
მილანის “ინტერისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი დუგლას მაიკონი იტალიაში ბრუნდება. 39 წლის ფეხბურთელი კარიერას იტალიის სერია D-ს ბინადარ “სონას” რიგებში გააგრძელებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარკო ტომაზონიმ თქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია და მაიკონი კლუბს იანვარში შეუერთდება, როდესაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.
დუგლას მაიკონი 2017 წლიდან სამშობლოში თამაშობს. მან 2020 წელი ბრაზილიის სერია D-ში მოასპარეზე “ვილა ნოვას” შემადგენლობაში გაატარა.
შეგახსენებთ, რომ მაიკონი “ინტერის” ღირსებას 2006-დან 2012 წლამდე იცავდა და გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურა გახლდათ. მან “ნერაძურისთან” ერთად ოთხჯელ სერია A, ორჯერ ქვეყნის თასი, სამჯერ კი სუპერთასი მოიგო. 2010 წელს გახდა ჩემპიონთა ლიგისა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული.
მაიკონს ევროპაში “მონაკოს”, “მანჩესტერ სიტისა” და “რომას” რიგებში უთამაშია. მას ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 75 მატჩი შვიდი გოლი აქვს გატანილი. მაიკონმა “სელესაოსთან” ერთად ორ-ორჯერ კონფედერაციის თასი და კოპა ამერიკა მოიგო. უთამაშია 2010 და 2014 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე.