მაიკონი სკოლარის პრესის მეშვეობით გამოეხმაურა
„რომას“ მცველი დუგლას მაიკონი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუიშ ფელიპე სკოლარის პრესის მეშვეობით გამოეხმაურა.
დიდი ხნის განმავლობაში მაიკონს ეროვნულ ნაკრებში არ იძახებდნენ და, როგორც იქნა, ის სკოლარიმ „სელესაოს“ რიგებში იხმო. 7 სექტემბერს ბრაზილიელები ამხანგურ მატჩს ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. ცნობილი გახდა, რომ მაიკონი აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
„უბრალოდ ბედნიერი ვარ. გასული კამპანიის დროს ტრავმა მაწუხებდა და არც სასურველ ფორმაში ვიყავი. ნაკრებიდან გამოძახება მივიღე, „სელესაოს“ რიგებში თამაში ისევ შემიძლია. რა თქმა უნდა, სკოლარი ვერ შემპირდება, რომ გაისად გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებ, თუმცა მან მე ნაკრებში ისევ მიხმო. ახლა უნდა დავამტკიცო, რომ ნაკრებში თამაშს ვიმსახურებ“, – აღნიშნა 32 წლის მაიკონმა.
ბექა დოგრაშვილი