მაისის ბაშოსთვის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა

თარიღი: აპრილი 28, 2014

იაპონური სუმოს ასოციაციამ ორიოდე დღის წინ განახლებული რეიტინგ-სია, იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლითაც სუმოისტები მოახლოვებულ ნაცუ (მაისის) ბაშოზე იასპარეზებენ.

თითქმის 5 პოზიციით დაქვეითდა რეიტინგში ჩვენი გაგამარუ. როგორც გახსოვთ, ქართველი გოლიათი წინა ბაშოზე დასავლეთის მე-9 მაეგაშირას სტატუსით ირჯებოდა, თუმცა 6-9 ბალანსით დასრულებული ტურნირის გამო მაისის  ბაშოზე იგი აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირად იასპარეზებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაგას ფაქტიურად უცილობელი კაჩი-კოში ესაჭიროება რათა მაკუუჩიში ადგილი შეინარჩუნოს.

რანგით მე-3, მაკუშიტას დივიზიონში გაჩემპიონებულმა ტოჩინოშინმა მთელი 49 პოზიციით აიწია რეიტინგში და ნაცუ ბაშოზე დივიზიონის მე-6 ნომრად წარსდგება. შესაბამისად, ლევან გორგაძეს იმის შანსიც ექნება, რომ პირდაპირ ჯურიოს დივიზიონში გადმოსასვლელად იბრძოლოს და სეკიტორის სტატუსი დაიბრუნოს. ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუკი ტოჩი კიდევ ერთხელ გახდება მაკუშიტას ჩემპიონი, მაშინ ივლისში მას უკვე ჯურიოში ვიხილავთ.

ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა განახლებულ ბანძუკეში – იოკოძუნათა რაოდენობამ ოძეკების რაოდენობას გადააჭარბა. როგორც იცით, წინა ბაშოს გამარჯვებულ მონღოლ სეკიტორ კაკურიუს იოკოძუნას ტიტული მიენიჭა და ახლა უკვე ერთბაშად 3 იოკოძუნა ყავს სუმოს და თანაც სამივე მონღოლი. შესაბამისად, მხოლოდ ორი ოძეკი დარჩა განახლებულ რეიტინგში იაპონელთა დუეტის, კისენოსატო-კოშოგიკუს სახით. თუმცა, გასული ბაშოს ვიცე-ჩემპიონ, იაპონელ სეკივაკე გოეიდოს საკმაოდ კარგი შანსი აქვს ოძეკად დაწინაურებს. თუკი იგი ისეთივე წარმატებით იასპარეზებს მოახლოვებულ ტურნირზე, როგორც იგი მარტში გამოვიდა ოსაკაში (12-3), მაშინ მას სავარუდოდ ოძეკის წოდებასაც მიანიჭებენ.

32 წლის ასაკში პირველად მოიპოვა კომუსუბის ტიტული იაპონელმა იოშიკაძემ. იგივე გააკეთა მისმა თანამემამულე ჩიოოტორიმაც, თუმცა ეს უკანასკნელი, შედარებისთვის, მხოლოდ 21 წლის გახლავთ.

ნაცუ ბაშო 11-დან და 25 მაისის ჩათვლით ჩატარადება და მას ტრადიციულად ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანი უმასპინძლებს.

 

ამირან ურუშაძე

Makuuchi Banzuke - Natsu 2014

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია (ვიდეო)

16 თებერვალს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრაისილი ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელ იაკვინტა: “ყველა რომ მერაბ დვალიშვილისნაირი იყოს, მსოფლიო უკეთესი იქნებოდა”

UFC-ის ცნობილმა მებრძოლმა ელ იაკვინტამ მერაბ დვალიშვილის მიერ კეისი კენის დამარცხების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილი: “ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კიდევ ბევრჯერ გავახარო თქვენი

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მოპოვებული მორიგი გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. მერაბმა სოციალურ ქსელ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მესამე გამარჯვება მოიპოვა (ფოტო, ვიდეო)

აშშ-ში, ნიუ მექსიკოს შტატში UFC Fight Night 167-ის ეგიდით მორიგი შეხვედრა გამართა მერაბ დვალიშვილმა. ქართველი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ზურაბ დათუნაშვილის დასჯას ითხოვს

დღეს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოცაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სერბეთის სახელით მოასპარეზე ბერძნულ-რომაულ...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი პარიზის გრან სლემზე მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდ

9 თებერვალს, პარიზის გრან სლემზე, 100კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტედი რინერის პირველი კომენტარი სენსაციური მარცხის შემდეგ

ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა, ტედი რინერმა პარიზის გრან სლემზე კოკორო კაგეურასთან განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბოლო 10 წელში პირველად – ტედი რინერი დამარცხდა (ვიდეო)

პარიზის გრან სლემზე, +100კგ წონითი კატეგორიის მესამე რაუნდში სენსაცია მოხდა. ტედი რინერი იაპონელ კოკორო კაგეურასთან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძის ახალი ფოტოები ციხიდან

სოციალურ ქსელ Facebook-ში ავთანდილ ხურციძის ციხეში გადაღებული ფოტოები გავრცელდა. როგორც იცით, ქართველი მოკრივე სასჯელს ნიუ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კახი კახიაშვილის განცხადება

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკა გვარამია: “მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა ფულზე დახამებულ

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია სამოქალაქო აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა. [...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძე: “დედას უტირებ, მერე შენი ბრალია”

4 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამოეხმაურა. […...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

10-16 თებერვალს იტალიის დედაქალაქი რომი ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, თუ როგორი შემადგენლობით იასპარეზებს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართელოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

10-16 თებერვალს იტალიის დედაქალაქი რომი ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, თუ როგორი შემადგენლობით წარსდგება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალკანტარა ალაბას: “ჩოგბურთის მატჩი ცხოვრებაში არ გინახავს!”

2 თებერვალს, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაუპირისპირდებიან. […]...
წაკითხვა