მაჯოს მეტი თამაში სურს
“ნაპოლის” ფეხბურთელის აგენტი თავის კლიენტთან დაკავშირებით საუბრობს.
მოგეხსენებათ, აპრილის თვეში კრისტიან მაჯომ ნეაპოლიტანელთა ხელმძღვანელობასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი დაცვის მარჯვენა ფლანგზე ელსიდ ჰისაის გამოყვანას ამჯობინებს.
“კრისტიანი მხოლოდ სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის”, – აცხადებს ფეხბურთელის წარმომადგენელი.
“რვა წლის განმავლობაში ძირითად შემადგენლობაში ყოფნის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ძალიან რთულია. მაჯო გუნდის შედეგებით კმაყოფილია, მაგრამ თავის ადგილზე დაბრუნება სურს”, – დაასრულა მაჯოს აგენტმა.