მაკედა „ნოტინგემ ფორესტში“ ითამაშებს
„კარდიფის“ თავდამსხმელი ფედერიკო მაკედა იჯარით „ნოტინგემ ფორესტში“ ითამაშებს, იუწყება BBC. შეთანხმება მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმოქმედებს.
მაკედამ 2009 წელს „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაში შთამბეჭდავად დაიწყო და 17 წლის ასაკში ოფიციალურ მატჩში გოლის გატანა შეძლო, თუმცა მოსალოდნელი პროგრესი მისგან ვერ მიიღეს, რის გამო ფეხბურთელს იჯარით არაერთ კლუბში უთამაშია.
24 წლის იტალიელმა ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონის ექვს მატჩში მხოლოდ 63 წუთი ითამაშა.