მაკედონიას ბოლო წუთებამდე ვებრძოლეთ

თარიღი: ოქტომბერი 26, 2019

ხელბურთის ეროვნული ნაკრები მძიმე ბრძოლაში 21-25 დამარცხდა მაკედონიაში, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან. მეორე ამხანაგური მატჩი შაბათს გაიმართება ბორის ტრაიკოვსკის არენაზე.

მაკედონია თავიდან 7-2 დაწინაურდა, მაგრამ გიორგი ცხოვრებაძის ზედიზედ 3 გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები კვალში ჩაუდგა მეტოქეს და ტაიმის ბოლოს ანგარიშიც გაათნაბრა: 12-12, შესვენებაზე. მეორე ნახევარი მასპინძლებმა ისევ კარგად დაიწყეს (15-12), მაგრამ სტუმრებმა კვლავ გაათანაბრეს ანგარიში – 17-17 და რამდენჯერმე წინ გასვლაც შეეძლოთ. 55-ე წუთზე წუთით ადრე მაკედონია 1 ბურთით იგებდა, 22-21 და მხოლოდ დასრულებამდე 3 წუთით ადრე გაიფორმა გამარჯვება, როდესაც 24-21 დაწინაურდა. საბოლოოდ, 25-21. საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო მონპელიეს მარჯვენაფლანგელი, 18 წლის გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 9 გოლი გაიტანა (3 – შვიდმეტრიანიდან).

თამაშის შესახებ გვესაუბრება საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი:

– უპირველესად ის უნდა ვთქვა, რომ ამ დონის გუნდთან ჩვენს ნაკრებს არ უთამაშია 1999 წლის შემდეგ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეიოფში დანიასთან დავმარცხდით. ბოლო 8 წელია, მაკედონიას არ გამოუტოვებია არცერთი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი და ახლაც ევრო 2020-ის ფინალური ტურნირისთვის ემზადება.

მშვენიერი ბრძოლა გამოვიდა და რომ არა ბოლო 5 წუთში ჩავარდნა, შეგვეძლო უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია. მაკედონიელი მაყურებელი აშკარად არ მოელოდა სტუმარი გუნდისგან ასეთ თამაშს. მშვენიერი მატჩი ჰქონდა ჩვენს კაპიტანსა და მეკარეს, შოთა თევზაძეს, რომელმაც მოიგერია 2 შვიდმეტრიანი და რამდენიმე ერთი-ერთზე გასვლა. მისი დამსახურება იყო, რომ ბოლომდე ბრძოლაში ვიყავით. კარგად ითამაშა ჩვენმა უკანა ხაზმა – ცხოვრებაძემ, თემო ორჯონიკიძემ, ირაკლი ჩიქოვანმა, ირაკლი კბილაშვილმა. ლექსო წითელიშვილს მცირე ტრავმა ჰქონდა და ძირითადად დაცვაში გვეხმარებოდა. ცოტა ხანი ითამაშა რეზო ჭანტურიამაც – რეზოს ტრავმა აწუხებდა და მისი თამაში არც იგეგმებოდა.

თამაშის გაძლიერების რესურსი უნდა ვეძებოთ წინა სამეულში – დღეს ჩვენ მხოლოდ 2 გოლი გავიტანეთ ხაზის მოთამაშის პოზიციიდან და არცერთი – კუთხეებიდან. არ გამოგვივიდა სწრაფი გარღვევა. ნორმალურად ვიდექით დაცვაში. მსაჯობდა ძალიან გამოცდილი მაკედონიური წყვილი – ნაჩევსკი-ნიკოლოვი. მეორე ტაიმში, როდესაც სხვაობა 1-2 გოლი იყო, მათ ერთხელ კბილაშვილი გააძევეს და ორჯერ არსენაშვილი (აქედან ერთხელ – ძალიან საეჭვო ვითარებაში). ზუსტად ამ ზედმეტობიას გაიტანა მაკედონიამ 3 გოლი.

საბოლოო ჯამში, რომ არა ბოლო 5 წუთი, ჩვენი გუნდის თამაშს დადებითად შევაფასებდი. რაც მთავარია, ჩვენს გუნდს აქვს რეზერვი და დრო, რომ გააუმჯობესოს თამაში იანვრამდე, როდსაც ძალიან მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო მატჩები გველის.

ბორკო რისტოვსკი, მაკედონიის ნაკრების მეკარე: – გეგმის მიხედვით მე პირველი ტაიმი უნდა მეთამაშა და შემდეგ ადგილი მარტინ ტომოვსკისთვის დამეთმო, მაგრამ რადგანაც ბოლომდე თანაბარი თამაში წავიდა, მომიწია 60 წუთი კარში დგომა და 15 ბურთის მოგერიება…

ხვალ, 18 საათზე, გუნდები მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს.

ხელბურთი. ამხანაგური მატჩი. სკოპიე, ბორის ტრაიკოვსკის არენა,

25 ოქტომბერი. 1500 მაყურებელი

მაკედონია – საქართველო 25-21

მკდ: რისტოვსკი, ტომოვსკი – პოპოვსკი 4, პეშევსკი 4, ველკოვსკი 4, კოსტესკი 3, ტალესკი 2, ტანკოსკი 2, მაძოვსკი 2, დიმიტრიოსკი 1, მიშევსკი 1, არსენოვსკი 1, კუზმანოვსკი 1, მანასკოვი, კრსტევსკი, კუკულოვსკი, დიმიტრიევსკი, იაგურინოვსკი, ლაზაროვი

საქ: თევზაძე, ტორონჯაძე, ცინცაძე – ცხოვრებაძე 9, ორჯონიკიძე 5, ჩიქოვანი 2, კბილაშვილი 2, არსენაშვილი 1, წითელიშვილი 1, მაისურაძე 1, რუსტამოვი, ჭანტურია, გოგოლაძე, აბრამიშვილი, დიხამინჯია, სიმონია, ლაპიაშვილი, მერკვილაძე

მსაჯები: გიორგი ნაჩევსკი, სლავე ნიკოლოვი (მკდ)

26 ოქტომბერი, 18:00. მაკედონია – საქართველო

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი: “16 წლიდან ფიზიკურად ვმუშაობდი, ტაქსის მძღოლადაც ვიმუშავე”

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში იმ წლებზე ისაუბრა, როცა მას საზოგადოება ჯერ კიდევ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა თელ ავივის გრან სლემზე?

18-20 თებერვალს თელ ავივის გრან სლემი გაიმართა. ისრაელში ჩატარებულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სულ რვა მედალი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დარია ბილოდიდი ქართველი ძიუდოისტის ნიჭით მოიხიბლა (ვიდეო)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ილია სულამანიძე, გარდა იმისა, რომ ნიჭიერი სპორტსმენია, შესანიშნავად უკრავს სხვადასხვა მუსიკალურ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ეთერ ლიპარტელიანის ულამაზესი იპონი რუსი მეტოქის წინააღმდეგ 11 წამში (ვიდეო)

ეთერ ლიპარტელიანი – დიანა დჟიგაროსი (რუსეთი) Eter Liparteliani (GEO) ippon vs Diana Dzhigaros (RUS) pic.twitter.com/YlW0w4eCWU […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რაფაელ ნადალმა 34 წლის ასაკში ეს პირველად გამოსცადა – ინციდენტი მაყურებელთან (ვიდეო)

11 თებერვალს, ავსტრალიის ღია პირველობაზე მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფალე ნადალი ამერიკელ მაიკლ მოს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იური ლომაძე გაათავისუფლეს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ევროპის ვიცე- ჩემპიონი იური ლომაძე დღეს, 10 თებერვალს საპატიმროდან გაათავისუფლეს. მასთან ერთად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ვნახოთ, ბრძოლის შემდეგ როგორ იჭიკჭიკებს” – მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანზე

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ფეისბუქ ლაივის საშუალებით რუსი პიოტრ იანის ბოლოდროინდელ პოსტებს გამოეხმაურა. 29 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძე: “საქართველოდან მოდის ის შური და ბოღმა, რაც გადავიტანე”

სოციალურ ქსელში აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა. 41 წლის სპორტსმენმა მის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მეგონა თოვლიან წყალში ვხტებოდი, მაგრამ ბასრი ყინული დამხვდა” – მერაბ დვ

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში იმ ინციდენტის ამსახველ კადრებს აქვეყნებს, რომელიც მას შეემთხვა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა ბედი ელის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს?

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ყველა სპორტულ ღონისძიებას შეუქმნა პრობლემები. მსგავსად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისა, გადაიდო ტოკიოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ხელები უკანკალებს!” – ლევან საგინაშვილის სიგიჟე დუბაიში (ვიდეო)

ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი დუბაიში იმყოფება. მასთან ერთად არიან ამერიკელი მკლავჭიდელი მაიკლ ტოდი და ფაურლიფტერი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

‘ილოცე, რომ ჩვენი გზები არ გადაიკვეთოს!’ – ილია თოფურია რუს მებრძოლს

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია რუსი პიოტრ იანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თელ-ავივის გრან სლემზე

18-20 თებერვალს საქართველოს ძიუდოს ნაკრები თელ-ავივის გრან სლემზე 18 სპორტსმენით იასპარეზებს. აღსანიშნავია ნუგზარ ტატალაშვილის დაბრუნება, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი სტერლინგს: “შენს მეგობარ მერაბს შეუძლია იგივე განიცადოს ჩემი ძმისაგან!

UFC-ის მებრძოლმა, სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა სოციალურ ქსელის საშუალებით ალჯამეინ სტერლინგს მიმართა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბელგიელ ველომრბოლელს მამაკაცების გუნდში მუშაობაზე უარი “შეუფერებელი” ფოტოების

ბელგიელი ველომრბოლელი, ტარა გინსი, რომელმაც კარიერა უკვე დაასრულა, განაცხადა, რომ მას მამაკაცების ველომრბოლელთა კლუბში სპორტული […]...
წაკითხვა