მაკედონიელმა გულშემატკივარმა პოლიციის იარაღის გამო ხელი დაკარგა (+18)
3 აგვისტოს მაკედონიის ჩემპიონატის პირველ ტურში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები “პელისტერი” და “ვარდარი” დაუპირისპირდნენ.
მაკედონიაში “მარადიულ დერბად” წოდებული დაპირისპირება “პელისტერის” სტადიონზე გაიმართა, თუმცა სამი ქულის მოპოვება სტუმრებმა მოახერხეს.
სამწუხაროა, მაგრამ მატჩი ტრაგიკულად დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 90-ე წუთზე ადგილობრივმა პოლიციელებმა “ვარდარის” გულშემატკივრებს ყველა მხრიდან გასასვლელი ჩაუკეტეს. ამ დროს, ერთ-ერთ პოლიციელს შემთხვევით ხელიდან იარაღი გაუვარდა. იარაღის აღება ერთ-ერთმა ფანმა სცადა, რასაც საშინელი შედეგი მოჰყვა – მან მარცხენა ხელი დაკარგა. ასევე, რამდენიმე ადამიანმა სერიოზული დაზიანება მიიღო.
მაკედონიური პრესის ცნობით, მალევე ინციდენტის გამოძიების ბრძანება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ბრძანა.
“ვარდარის” მწვრთნელმა კი მატჩის შემდეგ ასეთი რამ თქვა: “როცა ჩვენმა გულშემატკივარმა ხელი დაკარგა, სამი ქულის მოპოვება სიხარულს ნამდვილად არ გვანიჭებს.”