მაკედონიურ ტურნირზე ეროვნული ნაკრები დანაკლისით გაემგზავრა

თარიღი: ივლისი 16, 2014

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიიდან მაკედონიაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ქალაქ ოჰრიდში საქართველოსთან და მასპინძელთა ნაკრებთან ერთად თავს ავსტრია და რუმინეთი მოიყრიან. საქართველოს ნაკრები მაკედონიაში 14 კალათბურთელით მიდის. საქართველოში რევაზ როგავა და ირაკლი ჩლაიძე ბრუნდებიან. ოჰრიდში გამგზავრების წინ სლოვენიაში შევეხმიანეთ მთავარი მწვრთნელის ასისტენს კოტე ტუღუშს, რომელმაც სლოვენიურ შეკრებასა და გუნდის სიახლეებზე გვესაუბრა…

-შეკრების მეორე ეტაპი, რომელიც სლოვენიაში 5 ივლისს დაიწყო, დღეს დასრულდა. მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა ყველა მოთამაშე საქმეში ნახა. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა, რამაც მწვრთნელს საშუალება მისცა, ყველა კანდიდატი ბოლომდე გამოეცადა. კოკოშკოვზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულმა მოთამაშემ, უკმაყოფილო არავიზე არ დარჩენილა, ამიტომაც რთული იყო მათგან რომელიმეზე უარის თქმა. საბოლოო არჩევანის გაკეთება კოკოშკოვს მაინც მოუხდა და თბილისში რევაზ როგავა და ირაკლი ჩლაიძე მოდიან. იგორ კოკოშკოვის სახელით დიდ მადლობას მოვუხდი ამ ბიჭებს, რომლებიც ძალიან კარგი სპორტსმენები არიან და ნაკრებშიც კარგად წარმოაჩინეს თავი. ვუსურვებ მათ წარმატებას საკუთარ გუნდებში. ნაკრები არ წყვეტს მათთან ურთიერთობას. მთავარმა მწვრთნელმა მათ მისცა რეკომენდაციები, რა კუთხითაც უნდა იმუშაონ.

– მაკედონიაში რამდენი მოთამაშით მიემგზავრებით?

– 14 კალათბურთელით მივდივართ. ესენია: ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, ლევან ფაცაცია, ბესიკ ლეჟავა, ოთარ ფხაკაძე, ნიკა მეტრეველი, ბექა წივწივაძე, გიორგი შარაბიძე, აკაკი დვალიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ლაშა ფარღალავა და მიხეილ ჭოჭუა.

– დანარჩენი მოთამაშეები როდის შემოგიერთდებიან?

– ბექა ბურჯანაძე ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშობს და სლოვენიაში რომ დავბრუნდებით, 20 ივლისისთვის შემოგვიერთდება. სავარაუდოდ იმ პერიოდისთვის ჩამოვა სლოვენიაში თორნიკე შენგელიაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ მამა გახდა და თავის ოჯახთანაა. ვსარგებლობ შემთხვევით და ნაკრების სახელით ვულოცავ თორნიკეს ვაჟიშვილის შეძენას. შერმადინს ფეხი აწუხებს და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს და იგი სავარაუდოდ მოგვიანებით შემოგვიერთდება. ცუდი ინფორმაციაა რიკი ჰიმანთან დაკავშირებით. მას ექიმებმა თამაში აუკრძალეს. სეზონის ბოლო პერიოდში ის ტრავმით თამაშობდა და ახლა სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ის შესარჩევი ტურნირის მატჩებში ვერ დაგვეხმარება. ტრავმიანია მანუჩარ მარკოიშვილიც, რომელიც ექიმებთან რეაბილიტაციის კურსს გადის და ნაკრების თამაშებისთვის სავარაუდოდ, ვერ მოასწრებს მომჯობინებას.

– მაკედონიაურ ტურნირზე რას იტყვით?

– ეს არის მოსამზადებელი მატჩები და შედეგს ყურადღებას არ ვაქცევთ. მთავარი მიზანი გუნდის შეთამაშება და 10 აგვისტოსთვის მომზადებაა, როცა პირველ ოფიციალურ მატჩს გავმართავთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.

– ტურნირის კალენდარი გაგვაცანით…

– 16 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე ვეთამაშებით რუმინეთს. 17-ში, იგივე დროს ავსტრიას დავუპირისპირდებით, ხოლო 18 ივლისს, თბილისის დროით 10:30 საათზე მაკედონიას შევხვდებით.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

რა უქნეს “ინდიანას” კალათბურთელებმა გოგა ბითაძის ავტომობილს (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” კალათბურთელები გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეს, გოგა ბითაძეს გაეხუმრნენ. მათი მსხვერპლი ავტოსადგომზე მყოფი ქართველი ცენტრი...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას ბრწყინვალე მატჩი – თორნიკეს 22 ქულა მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ (ვიდეო)

20 ნოემბერს, საკალათბურთო ევროლიგის მე-9 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” საკუთარ კედლებში მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის 7 ქულა “მილუოკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

17 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მილუოკი ბაქსთან” 83:102 დამარცხდა. ახალგაზ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე “ჰიუსტონთან” 6 ქულით დაბრუნდა (ვიდეო)

16 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა და 111:102 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ტრავ...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა