მაკგრეგორმა პუტინთან ერთად ფოტო გადაიღო – როგორ უპასუხა ნურმაგომედოვმა?
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო. ირლანდიელმა სპორტსმენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ფოტო გადაიღო და შემდეგ ის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სტუმრად ვიყავი მიწვეული. ეს კაცი ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერია და მქონდა პატივი, მასთან ერთად ვყოფილიყავი. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო და გილოცავთ საოცარ მსოფლიო ჩემპიონატს. რუსეთი წინ!” – წერს მაკგრეგორი Instagram-ში.
მაკგრეგორის საპასუხოდ, დაახლოებით ერთ საათში დაღესტნელმა მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა Instagram-ში პუტინის “ორეულთან” ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: “ამ ფოტოსათვის 500 რუბლი გადავიხადე.”