მაკმანამანი: “რეალი” ძალიან ჰგავს “ლივერპულს”
“ლივერპულისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა, სტივ მაკმანამანმა, პრესასთან საუბრისას ამ ორ კლუბს შორის არსებულ მსგავსებებზე ისაუბრა.
“რეალი” ძალიან ჰგავს “ლივერპულს”. ეს ორი უდიდესი კლუბია განსხვავებული ქვეყნებიდან, რომლებიც წარსულს არიან მიჯაჭვულები, ყოველთვის წარსულს უყურებენ.
“ლივერპულში” ყველგან ემლინ ჰიუზის, გრემ სუნესისა და ფილ ტომპსონის სურათებია ევროპულ ტიტულებთან ერთად. “რეალში” კი დი სტეფანოს, ხენტოსა და პუშკაშის. ყოველივე ეს ფეხბურთელებზე ზეწოლას ძალიან ზრდის.
ამ კლუბებში ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ყოველ სეზონში შენგან ტიტულს ელიან. თუ ეს არ იქნება საშინაო ჩემპიონატი, მაშინ უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგა.
როდესაც “რეალში” გადავედი, უცხო სახეებს ვხედავდი, რომლებიც უცხოურად საუბრობდნენ, თუმცა ზეწოლა ტიტულების მოგების მხრივ, იგივენაირი იყო,”- აცხადებს სტივ მაკმანამანი.